|
2018-01-19 19:43:48, 3034 ნახვა
პოლიტიკა
„სააკაშვილის საკითხი არც ერთ შეხვედრაზე არ განხილულა“ - კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. „ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური ვიზიტი. გვქონდა შეხვედრები როგორც პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. გვქონდა საუბარი ორმხრივ თანამშრომლობაზე უკრაინასა და საქართველოს შორის. ეს იყო განსახილველი საკითები. შევთანხმდით იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს საერთო მომავალს, თანამშრომლობას და იყო ამ კუთხით ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული ჩვენი ვიზიტი. რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის საკითხს. ეს საკითხი არ განხილულა არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ჩვენი ვიზიტის ფარგლებში“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მანამდე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)