|
2018-01-19 14:51:26, 1913 ნახვა
კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, გმირთა მოედანზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნება
გმირთა მოედანზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას ადვოკატის ირმა შალამბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზასაც მოითხოვს. "დაზიანება აქვს მიყენებული მარჯვენა მხარზე, ნაკბენი აქვს დიდი მოცულობის. როგორც თვითონ მითხრა მკლავიც ამოვარდნილი ჰქონდა. ყველაფრის ტკივილებს უჩივის. ექიმს მივმართეთ. მარჯვენა ლოყაზეც აქვს დაზიანებები. გუშინვე დავწერეთ შუამდგომლობა, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად", - აღნიშნა შალამბერიძემ. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)