18:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 17:44:43, 864 ნახვა

რეგიონი
სხალთის სკოლას თანამედროვე კომპიუტერები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში   სხალთის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილი საკლასო ოთახი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპიუტერები სკოლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ბათუმის საზღვაო პორტის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა.

მაღალმთიანი აჭარის სკოლაში ახალი საინფორმაციო-კომპიუტერული საკლასო ოთახის გახსნას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და ბათუმის საზღვაო პორტის  გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედრაჰიმოვი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის თანამონაწილეობა საქველმომქედო პროექტებში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო მიმათულებით.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიან აჭარაში კომპიუტერული ტექნიკის დამატებით შემოტანა და  ოთახების მოწყობა,. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყაზახურ მხარეს, ბათუმის საზღვაო პორტს. ერთობლივი, სწორი, კოორდინირებული მუშაობის შედეგია  დღევანდელი სოციალური პროექტი. არაერთ პროექტში იღებენ ისინი მონაწილეობას. საახალწლოდ რამოდენიმე მიმართულებით განხორციელდა საქველმოქმედო აქციები. თუმცა, დღეს მე მოხარული ვარ, რომ უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის სკოლაში თანამედროვე ტექნიკა ამოვიტანეთ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მეტი განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დაუფლების. ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი და ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

კომპიუტერების საკლასო ოთახში სხვადასხვა საგნის პრეზენტაცისთვის ამიერიდან საუკეთესო პირობებია შექმნილი.

მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და ინტერნეტის გამოყენება ხელს შეუწყობს თანამედროვე მეთოდებით სწავლების განვითარებას.

(NS) 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics