|
2018-01-15 15:13:45, 1820 ნახვა
კომენტარი
„მინდა ყველას ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო“ - აბესაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოთარ აბესაძემ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს მიერ დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებას აპირებს. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შექმნილი ვითარებისთვის ბოდიში მოიხადა. "მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ასევე მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ამ შექმნილი ვითარების გამო, ამ უხერხულობისთვის და მდგომარეობისთვის. ზედმიწევნით ვაპირებ აბსოლუტურად ყველაფერი შევასრულო რაც ამ ეტაპზე სასამართლომ დამაკისრა. გაგრძელდება პროცესები და თქვენც ყველაფერს დააკვირდებით. დანარჩენზე ჩემი უფლებადამცველები ისაუბრებენ", - განაცხადა ოთარ აბესაძემ. თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება - პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქალაქო სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)