|
2018-01-12 17:25:04, 2041 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - იმედი მაქვს, „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო ვეტოს განხილვა - საქართველოს პარლამენტის. „ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოდით, წინასწარ ნუ ვიტყვით, რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როცა საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსს და როცა საქმე ეხებოდა თვითმმართველობის კოდექსს, იქ იყო ნულოვანი არგუმენტები წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავიზიარებთ თუ არ გავიზიარებთ არგუმენტებს, ეს მეორე საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, პრეზიდენტის პოზიცია იქნება დასაბუთებული წინა შემთხვევისგან განსხვავებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)