|
2018-01-08 13:04:12, 2509 ნახვა
ეკონომიკა
საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონელის პრობლემის მოგვარებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია შესული
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, შესულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა ნაცვლად 5 კალენდარული წლისა განისაზღვრა 180 კალენდარულ დღემდე, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, განისაზღვრა 2 კალენდარული წლით. აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის პრობლემა. ცვლილება ამოქმედებულია 2017 წლის 14 ივლისიდან, თუმცა იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში დროებით შენახული იყო აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, დროებით შენახვის 180 დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში, საუბარია საბაჟო საწყობებში წლობით მიტოვებულ საქონელზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა როგორც საწყობის მფლობელებს, ასევე საგადასახადო ორგანოებს, რადგან შეუძლებელი ხდებოდა ასეთი საქონლის განკარგვა, რადგან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვა იყო უვადო, ხოლო დროებით შენახვა – 5-წლიანი. ამ ცვლილებით შემცირდა დროებით შენახვის ზღვრული ვადა, მაგრამ ასევე, განისაზღვრა მისი იმავე ვადით (180 დღე) გაგრძელების შესაძლებლობაც. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა კი, ფაქტიურად, არ შეზღუდულა, რადგან დადგენილი 2-წლიანი ვადა დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს შეუზღუდავი რაოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ შესრულდა, მოხდება საქონლის განკარგვა დადგენილი წესით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)