|
2015-05-12 09:52:58, 398 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობა, თავად საქართველოსა და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა და ვერავინ ჩაერევა ამ პროცესში
"იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში",-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტელბერგმა ქართული მედიის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ნატო კვლავ ერთგულია და არსებითი პაკეტის განხორციელებაზე მუშაობს. „ჩემი მესიჯი ისაა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე რეფორმებს საქართველოში და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს რა გზას მიყვეს, მათ შორის რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, „გაწევრების სამოქმედო გეგმითა“ და „არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზ",-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)