|
2017-12-28 18:29:22, 2904 ნახვა
ეკონომიკა
IGG სადაზღვევო ბაზარზე სატენდერო შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – (IGG), ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში აქტიურ ოპერირებას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მან უკვე მოახერხა ათზე მეტ ტენდერში გამარჯვება (მოზიდული პრემია 600 000 ლარამდე) და 2018 წლის 1 იანვრიდან განახახორციელებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებების ავტოტრანსპორტის დაზღვევას. ამის მიუხედავად, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენდირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კომპანიას არაკონკურენტულ გარემოში უწევს ოპერირება, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციების ნაწილი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს და სატენდერო პირობებში კვლავ დებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს სადაზღვევო ბაზარზე ახლად შემოსული კომპანიებისთვის, რის გამოც კომპანია გამოცხადებული ტენდერების ნახევარშიც კი ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას. ხოლო იმ ტენდერების უმრავლესობაში, სადაც შემსყიდველმა არ დააწესა არადისკრიმინაციული გარემო, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა მოახერხა გამარჯვება, რითაც საბიუჯეტო სახსრებიც მნიშვნელოვნად დაიზოგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)