04:09 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 13:32:10, 380 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% პარლამენტის წევრისგან მოელის, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის 2015 წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% პარლამენტის წევრისგან მოელის, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს.გამოკითხულთა 25% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
ამასთან, გამოკითხულთა 61% მოელის, რომ პარლამენტის წევრი  იმას გააკეთებს, რასაც  პარტია ეტყვის, 10% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის, 29%-მა არ იცის, გამოკითხულთა 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 33% მოელის, რომ პარლამენტის წევრი აქტიური იქნება, 32% არ მოელის, რომ ის აქტიური იქნება, 34%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 27% კი მოელის, რომ პარლამენტის წევრი მის ინტერესებს დაიცავს, 44% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრი  მის ინტერესებს დაიცავს, გამოკითხულთა 28%-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics