|
2017-12-28 16:32:48, 1778 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: წიაღის დარგის განვითარებამ საქართველოში ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებას ხელი უნდა შეუწყოს
„საქართველოს ექსპორტის 35 პროცენტი სასაქონლო პროდუქციაზე მოდის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია წიაღისეულის სწორი, მდგრადი განვითარება“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ დარგის განვითარებამ ხელი შეუწყოს ღირებულების შექმნასა და ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებას. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები გაერთიანდა. ახლადშექმნილი სააგენტო განახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და განსაზღვრავს რეგულირების საფასურს, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)