|
2017-12-27 23:35:43, 5048 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 დეკემბრის ანონსი
11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება. 11:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" შეხვდება. 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ბრიფინგს გამართავს. 12:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” ბორდის ახალი წევრების და სამომავლო მიზნების პრეზენტაციას გამართავს. 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება. 13:00 საათზე, გორში 445 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. ბინების გადაცემის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრებიან. 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტი იმერეთის რეგიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების ბენეფიციარებს საახალწლო სპექტაკლზე უმასპინძლებს. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ. 17:00 საათზე, ქართველი გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ყველა იმ მიმართულების მენეჯერის ანგარიშს მოუსმენენ, რომლებიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის პროექტში არიან ჩართულები. 18:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში წლის საქმიანობას შეაჯამებს, „ნომინანტები და ნომინაციები - 2017“ გამოავლენს და საჯარო და კერძო ინსტიტუტებს, სასამართლო ინსტანციას და ჟურნალისტთა კორპუსს დაჯილდოებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)