|
2017-12-27 17:46:45, 2161 ნახვა
კომენტარი
ირინა მილორავა: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კომპანიების მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებს უკავშირდება
"სემეკის" თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების შეცვლა ლარის კურსს არ უკავშირდება. როგორც მილორავამ განმარტა, ტარიფების ცვლილება კომპანიების მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებს უკავშირდება. მისივე თქმით, ტარიფები, რომლებიც დღეს კომისიამ დაადინა ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის და მომდევნო 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს. "ტარიფებზე არსებითი გავლენა იქონია საინვესტიციო გეგმებმა, იმ პროექტებმა რომელიც ერთ-ერთ წინა სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა. ეს გახლავთ ინვესტიციები დაახლოებით 1 200 000 000 ლარის მოცულობით, რომელიც უნდა განახორციელოს ჯამში 13-მა ენერგეტიკულმა საწარმომ. ეს არის ძირითად ინვესტიციები ქსელში, ქსელის განვითარებისთვის. ამიტომ, ძირითადი განმაპირობებელი იყო საინვესტიციო ვალდებულებები. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, ერთი გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს, ხოლო მეორე უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. ლარის გაცვლით კურსს ამ შემთხვევაში ტარიფების გაზრდას არ უკავშირდება. 3-წლიან პერიოდზე გავითვალისწინეთ ის გაცვლითი კურსი, რომელიც წერია ბიუჯეტის შესახებ კანონში. ეს არის 2.50 თეთრი. კომპანიებსაც კურსის გამო პრობლემები არ შექმნიათ. რაც შეეხება მომხმარებლებს, ისინი იქნებბიან დაზღვეულები, რომ 3 წლის განმავლობაში ტარიფების თვალსაზრისით ცვლილებები არ იქნება", - განაცხადა მილორავამ "იმედის" ეთერში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)