|
2017-12-27 15:50:55, 2181 ნახვა
კომენტარი
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: სტრასბურგამდე მივალ - ნუ ჰგონია მთავარობას, რომ ეს შერჩება
სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაშავებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის სტრასბურგში ჩივილს აპირებს. "მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიაო და ამიტომ ვესროლეთო, მაგრამ ტყვია შუბლში ისეა გასული, რომ ლოგინიდანაც არ იყო წამომდგარი. ნორმალურ ქვეყანაში ამდენი საძაგლობა არ ხდება. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ნუ ჰგონია მთავარობას, რომ ეს შერჩება. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ, მთელ მსოფლიოს მოვივლი და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)