|
2017-12-27 12:23:12, 1676 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი რეგიონების განვითარება იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახლო მომავალში ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა დაიწყება. ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი რეგიონების განვითარება იქნება. „ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის და განვითარების კუთხით. ასევე რეგიონების განვითარება იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი ჩვენი მომავალი პოლიტიკის და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით და მომავალში ჩვენი სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში და ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ, როდესაც დავგეგმავთ ბიუჯეტებს და უფრო მეტი ფინანსუტი რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნივნელოვან თვისობრივ ცვლილებას შეიტანს თვითონ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება, რომელიც დიდ ცვლილებას მოიტანს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)