|
2017-12-24 12:06:58, 1881 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 34 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ სოფლებში მუჟავაში, ეწერში, ობუჯსა და ჯგალში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მათი საჭიროებების შესაბამისად, აღიჭურვა, მოეწყო ღია სათამაშო მოედნები, საძინებლები, სამზარეულოები და სხვ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. სოციალური ინვესტიციის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუჟავაში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში მდებარეობს. საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, 48 სოციალური პროექტი დაუფინანსდათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)