|
2017-12-22 12:47:00, 2205 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: მხოლოდ სამი სააგენტო EPN, IPN და PIA მიუთითებს მასალაზე, რომ იგი ხელმომწერის მიწოდებულია, ყველაზე თანმიმდევრული კი EPN-ია
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში-„მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017“ საუბარია ონლაინ მედიაში დაფინანსებული ინფორმაციის განთავსების ფორმებზეც. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდებოდა დაკვირვება 1) თუ როგორია დაფინანსებული მასალების მოცულობა და თემატიკა ონლაინ მედიაში. 2) რამდენად აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს ერთმანეთისგან გამიჯნოს დაფინანსებული და სარედაქციო მასალები; 3) რა გავლენას ახდენს საბიუჯეტო კონტრაქტები გავლენას გაშუქების შინაარსზე. ანგარიშის თანახმად, კვლევისას გამოვლინდა, რომ სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები ონლაინ მედიაში არ მოქმედებს. მათივე ცნობით, მხოლოდ სამი სააგენტო IPN, PIA და EPN უთითებს მასალაზე, რომ იგი ხელმომწერის მიწოდებულია, ნიშნით NS (News from subscriber - ხელმომწერის ინფორმაცია). „ამ მხრივ ყველაზე თანმიმდევრული EPN-ია, ხოლო IPN-ის და PIA-ს შემთხვევაში ყველა მასალაზე ასეთი მითითების გაკეთება არ ხდება. სხვა სააგენტოები თბილისი 24, NSP, Newspress, Ipress და Prime-Time-ს ონლაინ გამოცემა, დაფინანსებული შინაარსის რაიმე ფორმით მითითებას საერთოდ არ ახდენენ“,-აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)