|
2017-12-22 11:54:14, 1631 ნახვა
საზოგადოება
ანგარიში: 2017 წლის სამ კვარტალში საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალმა 32 825 661 მლნ ლარი შეადგინა
მედიის განვითარების ფონდი ანგარიშს მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017 აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეების - ტელეიმედი, რუსთავი 2, სტუდია "მაესტრო" და GDS-ის 2017 წლის 3 კვარტლის ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის კვლავაც გაუმჭვირვალეა, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მონაცემებს თითქმის 1 წელია არ ასაჯაროვებს; 4 ტელეკომპანიის გამოკლებით, სხვა მაუწყებელთა შემოსავლები მარეგულირებელმა ნოემბრის დასაწყისში მხოლოდ მედიის განვითარების ფონდის სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ გამოაქვეყნა; 4 ტელეკომპანიის გარდა, სხვა სატელევიზიო მაუწყებლების სამი კვარტლის შემოსავალმა 50 591 081 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (32 825 661) მოდის; ტელეკომპანია ობიექტივის შემთხვევაში, მთავარი შემოსავლის წყარო წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც შემოწირულობებია, რომელიც მთლიანი შემოსავლის 81 %- ს (768 035 ლარი) შეადგენს. აქედან 130 900 ლარი მაუწყებლის მფლობელის, 637 135 ლარი კი - სხვა პირების შემოწირულობებია. 2017 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 8 800 535 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც 65,9 % (5 800 606) ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 9.8 % (864 964) - რეგიონულ ტელევიზიებზე, 14.6 % (1 325 943) - ონლაინ მედიაზე, 4,6 % - ბეჭდვურ მედიაზე (403 980), 0,7 % (60 209) - რადიოზე; 2,6 % (229 648) კი შერეულ კონტრაქტებზე გადანაწილდა. ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383 ლარის ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან "იმედთან" გაფორმდა, რეგიონული ტელევიზიებიდან - ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (185 522 ლარი), რადიოებიდან - ჰოლდინგ "ფორტუნასთან" (11 240 ლარი), ონლაინ მედიიდან - "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებთან (341 829), ბეჭდვით მედიიდან - გაზეთ "რეზონანსთან" (76 626) „გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციები 2017 წელსაც აფინანსებდნენ ისეთ გამოცემებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკითა და სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან. საჯარო დაწესებულებებსა და ტელევიზიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ვხვდებით ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს, როდესაც სიუჟეტის შინაარსს, მის ეთერში განთავსებას და პერიოდულობას ადმინისტრაციული ორგანო ან საბიუჯეტო ორგანიზაცია განსაზღვრავს. ონლაინ მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკონტრაქტო პირობები როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარებას, ასევე მათი საქმიანობის გაშუქებას, ინტერვიუების აღებას, გაშუქებული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, მათ მთავარ თემებში გამოტანას მოიცავდა. სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები არც ონლაინ მედიაში, არც ბეჭდვითში არ მოქმედებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. გარკვეული გამოცემები სარეკლამო სტატიებისა და სარედაქციო მასალების მკაფიოდ გამიჯვნის სტანდარტს არც ადგილობრივი არჩევნების დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს იცავდნენ“,-აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)