|
2017-12-21 21:07:41, 2249 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალგაზრდები უნდა წავახალისოთ, რომ მათ თავიანთი ბიზნესი შექმნან
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი, დაასაქმონ საკუთარი თავი და შემდგომში სხვები" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობას ეხებოდა. „ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ და გავაგრძელებთ პროცესს. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული რეგიონებში ინოვაციური ცენტრების გახსნა, ამავე დროს, პროფესიული განათლების განვითარების კვალდაკვალ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა. ვითანამშრომლებთ ყველა ინიციატორთან ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტარტაპების წახალისება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიდან და პროფესიული განათლებიდან იმ კადრების მიღება, რომლებიც ბაზარზეა მოთხოვნადი " - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)