|
2017-12-21 18:18:49, 1989 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს
„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების ფორმატის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „სამწუხაროდ ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, ეს არის პირველ რიგში ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. იმ დონეზე რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო პარტნიორების, მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რათა ჩვენ შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გუშინ, პარლამენტარებთან შეხვედრის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)