|
2017-12-21 14:00:42, 1806 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია განხორციელდება
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაციას, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განახორციელებს. მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგად იქნა მიღებული. თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის დროს, აგურით ნაშენი წყალშემკრები საკომუნიკაციო ნაგებობა აღმოაჩინეს. ფაქტის შესასწავლად, თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რის შემდეგაც, არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ისტორიული კოლექტორის კონსერვაცია მიწით დაფარვის წესით განხორციელდეს. სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს. დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები, მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პრიორიტეტს თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. შესაბამისად, მტკვრის ქუჩაზე ისტორიული ობიექტის შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება. ობიექტის კონსერვაციამდე, არქეოლოგიური ნაშთის ანაზომებისა და ფოტო-ფიქსაციის პროცესი ჩატარდება. კონსერვაციის შემდგომ კი, არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე საინფორმაციო დაფა განთავსდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)