01:05 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 13:18:14, 2103 ნახვა

ეკონომიკა
წინასაახალწლოდ „საქართველოს ფოსტა" სამუშაო დროს 2 საათით გაზრდის

25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრები გაზრდილი გრაფიკით იმუშავებენ.

წინასაახალწლოდ საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის, ფოსტის ახალი სერვისების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრებში სამუშაო დრო 2 საათით -  დილის 09:30 საათიდან  19:00 საათამდე გაიზრდება.

წინასაახალწლოდ გაზრდილი დროის  მონაკვეთში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სერვისცენტრების მომსახურებით: თბილისში - 0102, სადგურის მოედანი №2; 0167, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; 0190, კახეთის გზატკეცილი №34 ბ; 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ. №21; 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. №69; 0160, პეკინის გამზ. №39; ქუთაისში - 4600, თამარ მეფის ქ. №56 და 4608, ზ.გამსახურდიას ქ. №32; ბათუმში - 6010, ხ.მელაშვილის ქ.№4 და 6004, ი.ჭავჭავაძის ქ. №90; ზუგდიდში - 2100, რუსთაველის ქ.№92; გორში - 1400, სტალინის ქ. №15 და რუსთავში - 3700, მეგობრობის გამზ. №9."

„საქართველოს ფოსტა" წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის"  82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics