|
2017-12-20 15:33:37, 1931 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: აზიური ფაროსანა არის გამოწვევა, რომელიც არ ვიცით რა „სიურპრიზებს“ გვიმზადებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობებთან შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და გამოწვევვებზე საუბრობს. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება აზიურ ფაროსანაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც უპრეცედენტოა. „ძალიან მნიშვნელოვანია გამოწვევებზე საუბარი და ეს არის რა თქმა უნდა აზიური ფაროსანა, რომელიც არ ვიცით რა „სიურპრიზებს“ მოგვიტანს 2018 წელს. ჩვენ საგულდაგულოდ ვემზადებით ამისათვის. 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა მაქსიმალური რაც შესაძლებელი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო დღემდე არნახული და ვნახოთ როგორი იქნება გაზაფხული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)