|
2017-12-20 15:31:13, 1988 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ოპოზიცია პროგრესს ვერ ხედავს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გამართული რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა შეაჯამა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. სესიაშვილის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია პროგრესს ვერ ხედავს: „დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპოზცია პროგრესს ვერ ხედავს, ვერ ხედავს იმიტომ, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი, მაგრამ მინდა, მათ ვურჩიო, რომ შედარებას გადაეჩვიონ და ქალბატონმა თეამ ძალიან სწორად მოიყვანა ის მაგალითები. ბატონი გიგა ბოკერია როდესაც საუბრობს, რომ თურმე პოლიციის მიმართ ნდობა დაეცა, მაშინვე მახსენდება ის პოლიცია, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს იღებდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ხდებოდა პოლიციის ნაწილის გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე სანადიროდ, მიტინგების დასარბევად, შემდეგ სამწუხაროდ გვამებს პოულობდნენ, ან ეძებდნენ. თუ ბატონ ბოკერიას ასეთი პოლიციის მიმართ ნდობა ენატრება, უკვე კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება ჩვენი პროგრესის მიმართ. ვისურვებდი, რომ პროგრესზე ვიყოთ ორიენტირებული. შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ გვაქვს პოლიტიკური ნება, სურვილი, რომ მაქსიმალურად საზოგადოებაზე, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატაროთ. ბატონო გიორგი (გახარია), ყველაზე მეტად გგულშემატკივრობთ, რადგან მართლაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ხართ, რაც ჩვენთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ დაუდასტურეთ ყველა პოლიციელს ჩვენი გულწრფელი თანადგომა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)