|
2017-12-20 12:04:21, 1812 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა მოადგილეებს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს. „საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი საკითხების დარეგულირებას სხვა ღონისძიებებიც მოჰყვება, რათა ქალაქში ზოგადად, საცობების პრობლემა მოგვარდეს. „ჩემი თხოვნაა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)