|
2017-12-19 19:26:54, 2119 ნახვა
საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ტრენინგების ციკლი დასრულდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უფასო ტრენინგების ციკლი დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მიწაზე უფლების დადგენის პროცესში მათი უფლება-მოვალეობები, პროცედურები, ვადებსა და მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლიდან მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულია 12 დასახლება, სადაც სახელმწიფოს მიერ სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. შერჩეულ დასახლებებში შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მედიატორები, კონტრაქტორი კომპანიები და პროცესთან დაკავშირებული სხვა პირები მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ სიახლეებს ეცნობოდნენ. წელს ტრენინგების ციკლი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და აგვისტოში დასრულდა, მეორე ეტაპზე კი, ტრენინგები ნოემბრიდან დეკემბრამდე მიმდინარეობდა. მეორე ეტაპზე ტრენინგებში მუნიციპალიტეტებში მოქმედი ნოტარიუსებიც ჩაერთვნენ. მთლიანობაში ტრენინგები 200-ზე მეტმა პირმა გაიარა. დასახელებული ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" − გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამა" ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)