02:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 17:53:25, 2060 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ინფრასტრუქტურა ვანდალურად არ დააზიანონ

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსთან მოწყობილ ახალ სკვერში, სადაც საბავშვო ატრაქციონი დააზიანეს, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.

ნოდარ ტურძელაძემ და გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებს მოუწოდეს, არსებულ ინფრასტრუქტურას უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და ვანდალურად არ დააზიანონ ის ინვენტარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოს  ჰქმნის.

„ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სრულიად ახალი სკვერი გავხსენით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოეწყო. დღეს, სკვერში ვანდალურადაა დამტვრეული საბავშვო საქანელა, მეორე კი - მოპარულია. ეს სამწუხაროდ, ერთადერთი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა სკვერებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი ვანდალიზმი ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, დაზიანებულ ინვენტარს აღვადგენთ, თუმცა, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, რადგან ის უფრო დიდხანს გამოადგეს ჩვენს ბავშვებს. გთხოვთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ვანდალიზმის გამოვლენისგან“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics