|
2015-05-09 15:30:17, 1418 ნახვა
სამხედრო
ლევან კობიაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს ტურინგიის პროვინციის ქალაქ ბად ზალცუნგენში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ვერატალი“ გადის. „ბერლინის ჰერტას“ საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ლევან კობიაშვილი ქართული ქვედანაყოფის მეთაურს, კაპიტან ირაკლი სურგულაძესა და პირად შემადგენლობას შეხვდა. მათ სტუმრებს სამხედრო ბაზა, გერმანული ჯავშანტექნიკა, საწვრთნელი არეალი და სასროლეთი დაათვალიერებინეს. ლევან კობიაშვილმა ქართველი სამხედროების კითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ქართველ სპორტსმენთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ლევან კობიაშვილმა კი ქართველი სამშვიდობოები 16 მაისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინის „ჰერტა“ - „ფრანკფურტის” ბუნდესლიგის თამაშზე მიიწვია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)