|
2017-12-19 11:34:11, 1724 ნახვა
საზოგადოება
„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ ქვემო ქართლში კიდევ ერთი ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისში შპს „დევეპლიუსმა“ კაკლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „დევეპლიუსის“ მიერ 5 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. უწყების ცნობით, ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 42 146 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 15 225 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 023 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 758 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 18 894 338 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)