|
2017-12-19 11:27:57, 1663 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9%-ით მეტია
2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2439.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1871.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2012-2017 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2565.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 579.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1986.1 მლნ. აშშ დოლარი (0.5 პროცენტით მეტი). „საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 27.9 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 29.4, 26.8 და 30.2 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 31.6 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 3130.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 30.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1030.6 მლნ. აშშ დოლარი (56.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2100.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.8 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.7 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 42.2 პროცენტი და იმპორტში 29.5 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28.3, 34.3 და 26.5 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 23.3 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1412.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1054.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (834.3 მლნ. აშშ დოლარი). 2017 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 379.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 285.4 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 197.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 617.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 412.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 310.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)