|
2017-12-18 16:08:06, 2023 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანიის „პრულო“ დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული საბრენდე სპირტის ევროპის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტრადიციაზე ვრცლად ისაუბრა და უკანასკნელ წლებში ახალი ვენახების გაშენების ზრდის ტენდენციას ხაზი გაუსვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, საბრენდე სპირტის ექსპორტიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ფრანგულ მხარესთან საბრენდე სპირტის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)