|
2017-12-18 15:14:32, 1912 ნახვა
კომენტარი
ფრიდონ ფუტკარაძე კლდისუბნისა და ბესელაშვილების ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სოფელ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობას გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. საცალფეხო ხიდის ავარიულობის გამო, ამ სოფლებში მცხოვრებლებს ყოველდღიურად 500 მეტრის ნაცვლად, რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. შუახევის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მალე მოუგვარდება, რადგან საცალფეხო ხიდის რეაბილიტაციის ნაცვლად, სოფელში ახალი კაპირალური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის მშენებლობის პროცესს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო.პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯება.სამუშაოებს შპს ,, სინათლე 2006“ აწარმოებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. დასრულებული პროექტით ისარგებლებს კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობა. ხიდი ამავდროულად სამკურნალო აბანოსთან ( შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაა. ხიდის მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)