02:36 - 29 May, 2026
|
2017-12-18 09:41:25, 1880 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ ქართველ ძიუდოისტებს, ქომაგებს და სრულიად საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას! ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ოთარ თუშიშვილმა ქართველ ხალხს სიხარული კიდევ ერთხელ მიანიჭეს და სიამაყით აღავსეს. საქართველო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ჩვენი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული თავდადების მაგალითები არიან. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ყველაფრისთვის, რაც ამ შედეგის მისაღწევად გააკეთეს, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს და ყველას, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სანკტ-პეტერბურგში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერებულიყო“,-ამბობს კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)