|
2017-12-17 13:05:04, 2401 ნახვა
საზოგადოება
მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა
ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო - შპს „წეროვანი აისი“ შეიქმნა. საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ბესო თალაკვაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა. „წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 520 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 208 268 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 260 335 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 9 საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 166 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველო - ბიზნესის” ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)