|
2017-12-16 11:57:07, 2292 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრას, ელჩის მოადგილე, მონიკა ლენჰარდი და საქართველოში გერმანიის პოლიციის ატაშე, შტეფან ელერტი ესწრებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს და თბილისში გერმანიის პოლიციის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას. მხარეებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. გიორგი გახარიამ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)