|
2017-12-15 19:54:54, 2125 ნახვა
კომენტარი
კალაძემ დღეს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებს საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უპასუხა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებს საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უპასუხა. თბილისის მერის განცხადებით, კომპანია, რომლისგანაც მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა, მილანური არ არის. კახა კალაძის თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვა ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიისგან მოხდა. "საახალწლო განათებებს რაც შეეხება, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობა არის გახარებული და მოსწონს როგორც არის ჩვენი თბილისი მორთული. რაც შეეხება თვითონ კომპანიას, შეგისწორებთ, აქაც იტყუებით, რომ მილანური კომპანიისგან მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა. თუმცა, მილანური რომ ყოფილიყო, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბევრი ევროპული კომპანია, რომ მათი გამოცდილება იქნას გაზიარებული. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, ვისგანაც მოხდა ამ განათებების შესყიდვა და რა თქმა უნდა ამას კანონი არ კრძალავს. მომდევნო წელს უფრო უკეთესად მოვემზადებით და უფრო ლამაზი და უფრო მომხიბვლელი იქნება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე დაპატიჟა. "სხვათაშორის, დღეს საღამოს 8 საათზე გვაქვს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი იქნება და გიწვევთ, თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ იმ გალამაზებული, განათებული ნაძვის ხით", - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)