|
2017-12-14 14:03:22, 2059 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებში სტაჟირებას იწყებს
მთავრობა 1+4 პროგრამაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ციხელაშვილი ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილე კურსდამთავრებულებს, ასევე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საჯარო უწყებებში სტაჟირების შესაძლებობა ექნებათ: “ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო ინტეგრაცია. საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე არის თანასწორი, თითოეული მოქალაქის შესაძლებლოები არის რეალიზებული. სახელმწიფოს პრიორიტეტია ასევე, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროგრამის მონაწილეებისთვის. არსებობს 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ, სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და შემდეგ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ განათლების მიღებას. სწორედ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საპილოტე პროგრამა წლის დასაწყისში განხორციელდა, ახლა კი, ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)