|
2017-12-13 16:01:09, 1629 ნახვა
კომენტარი
ჭირაქაძე კალაძეს: თქვენი შემართება და მიდგომა არის განსხვავებული, ვიდრე გვინახავს მერიაში მრავალი წლის განმავლობაში
„ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - ქალაქი და ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის მერსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის მხრიდან ძალინ დიდი ოპტიმიზმია იმ პროექტებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის ახალ მთავრობას აქვს. „ბატონო კახა, ჩვენც არ გვიყვარს კრიტიკა ან ცუდი საუბარი, მაგრამ უკვე ვხედავთ თქვენს შემართებას, მიდგომას და ეს არის განსხვავებული, ვიდრე ჩვენ გვინახავს ქალაქის მერიაში მრავალი წლის განმავლობაში. ძალინ დიდი ოპტიმიზმია ბიზნესის მხრიდან იმ პროექტებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს გაქვთ. მზად ვართ მათ მხარი დავუჭიროთ. მზად ვართ ასევე, როდესაც ჩვენ შენიშვნები გავაქვს, ისიც გაგიზიაროთ გულახდილად. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს ბიზნესასოციაციასა და ქალაქის მერიას შორის. მზად ვართ, როგორც ბიზნესმა ამაში წვლილი შევიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“,- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)