02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:29:58, 2014 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ახალი ქსელები მოეწყო

ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემები გადაიჭრება.

კრწანისის გამგეობის ძალისხმევითა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) შესრულებით, ზემო და ქვემო ფონიჭალის იმ ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობდა, როგორც წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია კომპლექსურად განხორციელდა.

თბილისის  მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ჟორდანიას, ღოღობერიძის, ვაგზლისა და ევსტათე მცხეთელის ქუჩებზე ჩატარდა.

ქსელის მოწყობა, უახლოეს დროში, ლომინაძის ქუჩაზეც დაიწყება.

აღნიშნულ ქუჩებზე მოსახლეობა ათეულობით წელია მსგავსი კომუნიკაციების გარეშე ცხოვრობდა.

წყალარინების ქსელების მშენებლობას წინ უძღოდა გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - 1 225 მეტრის სიგრძის სანიღვრე კოლექტორი, რომელიც ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩიდან ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მოეწყო.

 კოლექტორის მშენებლობის შედეგად, წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები გაიწმინდა.

2018 წლის განმავლობაში, ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების სისტემით ყველა ოჯახი ისარგებლებს.

(NS) 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics