|
2017-12-13 14:53:26, 1847 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: 2017 წლის 11 თვეში კაპიტალური ხარჯების მოცულობა 500 მილიონი ლარითაა გაზრდილი
გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსება 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელულად მთავრობა კაპიტალურ დანახარჯებს ზრდის, რომელებიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმართულია. „გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მისი მოცულობა 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს. კაპიტალური დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება მომდევნო წლებში და მშპ-ს 9%-ს გადააჭარბებს. ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 19 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო, წყალ-კანალიზაციის და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია-მოდენრიზაცია", - აღნიშნა მინისტრმა. (NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)