11:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:51:06, 2312 ნახვა

სამართალი
სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა კიევიდან მიღებული წერილი საქალაქო სასამართლოში წაიკითხეს. მათ აღნიშნეს, რომ სააკაშვლი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს.

„სააკაშვილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დავა ქართულ სასამართლოებში აზრს კარგავს.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ე.წ. შეწყალების საქმეზე მსჯელობს. გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ედავება.

ცნობისთვის, პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics