|
2017-12-13 14:33:57, 2108 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ყურადღება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე გაამახვილა. როგორც ბაზტაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. "ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. (NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)