|
2017-12-13 14:11:53, 1635 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა
საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა. „ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დამტკიცებული პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელ ფართო რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, სსფ-ის ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: „მათ შორის, აღნიშნულია, რომ არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაში დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი, დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ, საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაში, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალელულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი, 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს“, - განაცხადა ბახტაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)