|
2017-12-13 11:13:18, 1819 ნახვა
საზოგადოება
დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა დაევალება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ ჩაერთოს. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მშენებლობის ნებართვების გაცემა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი საკითხების შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. „გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ. ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ კონკრეტული საქმეების შესწავლა, რაც საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. ამასთან გთხოვთ, უმოკლეს ვადებში მოამზადოთ სამართლებრივი ცვლილებები მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენჯერმე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არსებული პრაქტიკით, საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე დაახლოებით, 700 ლარს შეადგენს, რაც არაადეკვატური და არასერიოზულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. „დაიხმარეთ პარლამენტი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა- პატრონობაზე და ა.შ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)