|
2017-12-13 11:00:15, 1683 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი სტრუქტურულ ცვლილებებზე: ფოკუსი იმაზე, რომ დავზოგავთ რაღაც თანხებს, მნიშვნელოვანი არ არის
„ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ცვლილებების შედეგად მოხდეს ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური მმართველობითი რეფორმის გატარება. მისივე თქმით, მთავრობას სამინისტროების გაერთიანების კუთხით რეორგანიზაციის გეგმა უკვე აქვს და მას რამდენიმე კვირაში განიხილავენ. "სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მმართველობითი რეფორმის სწორად ჩატარება, მმართველობის გაუმჯობესება, ბიუროკრატიის მოხსნა, მათ შორის უკეთესი კოორდინაცია უწყებებს შორის. რეორგანიზაციის გეგმა ფაქტიურად ჩვენ უკვე გვაქვს სამინისტროების გაერთიანების კუთხით, ამას რამდენიმე კვირაში განვიხილავთ და სამინისტროების გაერთიანების პროცესი წარიმართება ეფექტიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორივე მიმართულება, გარემოს დაცვითი და სოფლის განვითარების, გაძლიერდეს გაერთიანებული სტრუქტურის ფარგლებში. რაც შეეხება სრულ რეორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს სამი თვე, რაც გულისხმობს მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურების გაცნობას, ოპტიმიზაციას და ა.შ. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მმართველობით ოპტიმიზაციას და ამავე დროს მოიაზრება ეკონომია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)