|
2017-12-12 18:47:36, 3052 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ელჩს - ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შს მინისტრმა ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი გახარია ტადაჰარუ უეჰარას სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. გიორგი გახარიამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის მიმართულებით უმსხვილეს იაპონურ კომპანიასთან - Nippon-თან ურთიერთობაზე და თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)