|
2017-12-12 18:12:12, 2034 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა. ლაბორატორიას სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის კლუბის წევრები ესტუმრნენ და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს, მოზარდებს წარედგინათ შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. სხვადასხვა დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი ბროშურები და ლაბორატორიის სიმბოლიკიანი სუვენირებიც გადაეცათ. შეხვედრის დროს, კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)