|
2017-12-12 17:47:51, 2175 ნახვა
საზოგადოება
არხილოსკალოში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის თემაზე, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის თემაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა, ელენე გრიგოლიამ და SIDA-ს პროექტის სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ექიზაშვილმა მიწის რეგისტრაციის საკონონმდებლო და ტექნიკური დეტალები განიხილეს. მათ არხილოსკალოს მცხოვრებთა კითხვებსაც უპასუხეს. არხილოსკალო კახეთის რეგიონში მესამე სოფელია, სადაც საპილოტო პროექტი ხორციელდება. ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 12 დასახლებაში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა და გასწორდება საკადასტრო მონაცემები. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)