|
2017-12-12 17:24:26, 1982 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ჯაიანი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა. რუსთაველის თეატრში სახალხო არტისტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. დიმიტრი ჯაიანი თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)