|
2017-12-12 16:00:43, 2614 ნახვა
პოლიტიკა
ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა. ხუნდაძის თქმით, კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. მისივე განმარტებით, ცვლილებები შედის კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“: „ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობითშემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცეხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. „ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. ინიციატივის მიზანია, არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტ სივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეულისპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)