|
2017-12-12 14:46:09, 1915 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი სკვერი მოეწყო და შიდა გზა განახლდა
ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 37-ე, 24-ე კორპუსების მიმდებარედ, შიდა ეზოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ფრაგმენტულად, 1300-მდე მ2 ფართობის გზა განახლდა და მოეწყო ბორდიურები. ამ დროისთვის კი, ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 40 000 ლარი გამოიყო. ამავე მისამართზე, სრულიად ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა უკვე დასრულდა. ტერიტორია გამწვანდა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ასევე, განთავსდა სანაგვე ურნები. პროექტის ღირებულება 66 938 ლარია. შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)